ქუთაისის მერს "პატრიოტები" ბრიფინგით უპასუხებენ
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის საპასუხოდ საგანგებო ბრიფინგს მართავს.
ბრიფინგი პარტიის ქუთაისის ოფისში 13 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქუთაისის მერმა ასევე საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პოლიტიკურ პარტიებს ქუთაისში მიმდინარე პროცესების შესწავლისკენ მოუწოდა.
"ჩემთვის საოცარი იყო ასეთი უზნეო ადამიანების ნახვა, რომლებიც გვერდში მიდგანან და მუშაობის საშუალებას არ მაძლევენ. მე არ მჭირდება იმპიჩმენტი, რომლითაც ისინი მემუქრებიან. ეს მათ სჭირდებათ. 22 წლის წინ მე ასეთი ქუთაისი არ დამიტოვებია," – განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა