|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა კუკავა: საპრეზიდენტო არჩევნებში იმერეთი გადამწყვეტი იქნება

„თავისუფალი საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს პარტიის იმერეთის კომიტეტის წევრებთან გადის.

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე  პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ „თავისუფალი საქართელო“  საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება და პრეზიდენტობის კანდიდატს ივლისის შუა რიცხვებისათვის დაასახელებს. როგორც კუკავა ამბობს,  პრეზიდენტობის კანდიდატი დიდი ალბათობით პაატა ბურჭულაძე იქნება.

 „მისგან მხოლოდ ოფიციალური თანხმობა დაგვრჩა მისაღები. იმერეთი დიდი რეგიონია. 12 საარჩევნო ოლქია მის ფარგლებში მოქცეული  და საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება,“ - ამბობს კახა კუკავა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა