|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე – მოსახლეობას იაფფასიანი სანახაობის ნაცვლად პური მისცენ

ქუთაისის მერსა და "პატრიოტებს" შორის  არსებულ დაპირისპირებას „ნაციონალები“ ემიჯნებიან. განცხადება ამის შესახებ პარტიის ქუთაისის ოფისში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ გააკეთა.

თევდორაძის თქმით, მათი განცხადების აუცილებლობა დაპირისპირებაში  „ნაციონალების“ არაერთგზის ხსენებამ გამოიწვია.

"ამ ადამიანებს კარგად არ აქვთ გათავისებული ქალაქის წინაშე პასუხისმგებლობა. „პატრიოტები“ იყვნენ დიმიტრი კოპალიანის ლობისტები. მე დიმიტრი კოპალიანის საქმიანობის შეფასებას არ ვახდენ, მაგრამ ის დროსა და სივრცეში დაკარგული ადამიანი მგონია. საზოგადოებამ დაინახა, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ამ შეფასებას,“ - ამბობს გია თევდორაძე.

უმცირესობის დეპუტატის თქმით, „ნაციონალები“ ხელისუფლებაში აღარ არიან, ამიტომ, თევდორაძე ოპონენტებს მათ გუნდში დამნაშავეების ძებნის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.

„პრობლემები საკუთარ გუნდში მოიკითხოს კოპალიანმა. ქალაქში რომ აგური აგურზე არ დადებულა, იაფფასიან სანახაობას ნუ აძლევენ დღეს მოსახლეობას გასართობად, რადგან მას პური სჭირდება,“ - ამბობს თევდორაძე.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტები“ ქალაქის მერს საქმიანობას უწუნებენ და იმპიჩმენტით ემუქრებიან. თვის მხრივ, კოპალიანი „პატრიოტებს“ უზნეოებს უწოდებს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა