|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი – ქუთაისის მერს ბიოგრაფია მართლაც კარგი ჰქონდა, მაგრამ არ აქვს პრაქტიკა და გამოცდილება

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ქუთაისში ასე მძიმე მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები.

დღეს, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე, გაზეთ "ახალი გაზეთის" მთავარი რედაქტორის, ია ბობოხიძის მიერ დასმულ შეკითხვაზე, პრემიერი ასევე, აცხადებს, რომ ქუთაისის ახალი მერი, დიმიტრი კოპალიანი მისი რეკომენდაციით არ დანიშნულა.
ივანიშვილის განცხადებით, კოპალიანს ბიოგრაფია მართლაც ძალიან კარგი ჰქონდა, მაგრამ არ აქვს პრაქტიკა და გამოცდილება. 
"მე პირადად არ ვიცნობდი და თუ პირს კარგად არ ვიცნობ, რეკომენდაციას არ ვუწევ. შესაბამისად, რეკომენდაციას ვერც მას გავუწევდი. სასურველი იქნებოდა, რომ ქუთაისში პროცესები უკეთესად განვითარებულიყო. სამწუხაროა, რომ ქუთაისში ასე მძიმედ მიმდინაროებს პროცესები. პრობლემები სხვა რეგიონებშიც არის. მე საქმის კურსში ვარ, თუმცა ამ პროცესებში არ ვერევი. მაგრამ კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს ჩარევას, ჩვენ სტრუქტურაც შევქმენით კანცელარიაში, რომელიც ცდილობს მონაწილეობა მიიღოს კოორდინაციაში. დაველოდოთ მოვლენებს,", - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ახლადარჩეულ მერს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები საქმიანობას უწუნებენ და იმპიჩმენტით ემუქრებიან. თვის მხრივ, კოპალიანი „პატრიოტებს“ უზნეო პოლიტიკოსებს უწოდებს

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა