|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი - მერიაში უზნეო ქცევებით და "ატკატების" ძიებით არიან დაკავებული

ქუთაისის მერი, დიმიტრი კოპალიანი აცხადებს, რომ ის პოლიტიკოსი არ არის. კოპალიანის განცხადებით, მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ქალაქში არსებული პოლიტიკური პარტიებს არ ეძღვნებოდა.

კოპალიანი ქუთაისში მოქმედ პოლიტიკური პარტიებს მიმართავს, ნუ შეეცდებიან მის სიტყვებში მათთან დაპირისპირების პათოსი იპოვონ. ამის შესახებ ქალაქის მერმა დღეს გამართულ მორიგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"მერიაში ჯერ კიდევ რჩებიან თანამშრომლები, რომლებიც თავიანთი უზნეო ქცევით, უაზრო დაპირებებითა და ე.წ "ატკატების" ძიებით არიან დაკავებული. მათი გათავისუფლებაც მალე მოხდება ატესტაციითა და კონკურსის შედგად. სწორედ, ასეთი ადამიანები მყავდა მხედველობაში და არა ის პოლიტიკური ძალები, განურჩევნლად მათი ფრაქციული კუთვნილებისა, რომელებიც ერთობლიობაში წარმოადგენენ ქუთაისის საკრებულოს," - განაცხადა ქუთაისის მერმა.

მისი თქმით, მას მძიმე მემეკვიდრეობა, ცარიელი ბიუჯეტი, გეგმას ჩამორჩენილი შემოსავლები და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები ერგო.

ქუთაისის მერზე კომენტარი დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. პრემიერის განცხადებით, 

ქუთაისის მერს ბიოგრაფია მართლაც კარგი ჰქონდა, მაგრამ არ აქვს პრაქტიკა და გამოცდილება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ახლადარჩეულ მერს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები საქმიანობას უწუნებენ და იმპიჩმენტით ემუქრებიან. თვის მხრივ, კოპალიანი გვერდში მდგომ პოლიტიკოსებს უზნეოებს უწოდებს


ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა