გოჩა თევდორაძე – მას შემდეგ რაც ქუთაისის მერი გავაკრიტიკეთ, შენიშვნებს იზიარებს
ქუთაისის მერი, დიმიტრი კოპალიანი "პატრიოტების" შენიშვნებს იზიარებს – ამის შესახებ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმღვანელმა გოჩა თევდორაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თევდორაძემ მერის მიერ ასევე, დღეს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, სადაც კოპალიანი აღნიშვნავდა, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებულია და ქალაქის ბიუჯეტი ცარიელია.
გოჩა თევდორაძის თქმით, მას შემდეგ რაც მიმდინარე კვირაში "პატრიოტებმა" ქალაქის მერი გააკრიტიკეს, მერის მხრიდან შეიმჩნევა მზაობა ქალაქში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
თვედორაძის თქმით, მერის ბრძანებით უკვე შეიქმნა სატენდერო კომისია, რომლის პირველი სხდომა, დღეს არის ჩანიშნული.
"ჩვენ კვლავ ვიქნებით ინიციატორები და ხელშემწყობები ყველა სასიკეთო პროცესის, რომელიც დღეს დავინახეთ. ქალაქისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრობლემების დროულად მოგვარება," – ამბობს თევდორაძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ახლადარჩეულ მერს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა საქმიანობა დაუწუნეს და იმპიჩმენტით დაემუქრნენ. თვის მხრივ, კოპალიანმა გვერდში მდგომ პოლიტიკოსებს უზნეოები უწოდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა