|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობაში არსებული დისციპლინით საკრებულოს თავმჯდომარეც უკმაყოფილოა

ქუთაისის მერიაში არსებულ დისციპლინას, საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილიც აკრიტიკებს. 

newpress.ge - სთან საუბარში მარგველაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთა დაბალი პროფესიული დონე შეინიშნება.  

"დისციპლინა და თანამშრომელთა პროფესიული დონე, ნაწილობრივ მიუღებელია ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში," – ამბობს მარგველაშვილი.

თუმცა მისივე თქმით,  ქუთაისის საკრებულო მერთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებს, რადგან "სხგვაგვარად თვითმმართველობის საქმიანობის წარმართვა შეუძლებელია და იმის თქმა, რომ თანამშრომლობა არ შედგება აბსურდი," – განმარტავს თამაზ მარგველაშვილი.  

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე,ქუთაისის მერიაში არსებული დისციპლინა გააკრიტიკა.

 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა