ქუთაისის ვიცე-მერი ქალაქის მერისაგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს
ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე ქალაქის მერისაგან
დიმიტრი კოპალიანისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ძოწენიძე მერის იმ განცხადებას
გამოეხმაურა, სადაც კოპალიანმა მერიაში მყოფი
პირების არაპროფესიონალიზმზე, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან „ატკატების“ ძიებასა
და ბიუჯეტის ფულის ხარჯვაზე გაამახვილა ყურადღება.
„მერმა მერიაში მყოფ ყველა პატიოსან და პროფესიონალ
თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა. ის ხშირად ვერ გებულობს იმ ტექსტს, რომელსაც უწერენ. აუცილებელია, ჯერ კარგად წაიკითხოს ეს ტექსტი და მერე თქვას, რისი
თქმაც უნდა. ეს ადამიანები არც თუ მაღალ ხელფასზე მუშაობენ და პროფესიონალურად ასრულებენ
თავის მოვალეობას. არ შეიძლება ყველა ერთ ტაფაში მოხარშო,“ - ამბობს ძოწენიძე.
ვიცე-მერის თქმით, როდესაც მერი მაღალი თანამდებობის
პირების მხრიდან „ატკატების“ ძიებაზე საუბრობს, მან უნდა დააკონკრეტოს ვინ არიან ეს
მაღალი თანამდეობის პირები, რადგან როგორც ძოწენიძე ამბობს, მაღალი თანამდეობის პირებიდან მერიაში მხოლოდ ვიცე-მერები
რჩებიან.
„მე ეს პირად შეურაცხყოფად აღვიქვი. დამიმტკიცოს მან,
მე თუ ოდესმე მივითვისე სხვისი ფული ან მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. დღემდე მაღალ თანამდეობებს
მერიაში მე, ნიკო კაჭკაჭიშვილი, თენგო თოფურიძე და კოტე რატიანი ინარჩუნებენ. თუ სხვები
არ მოითხოვენ ბოდიშის მოხდას, მერმა მე უნდა მომიხადოს ბოდიში. შეუძლია ბოდიში კარგი
კითხვით მოიხადოს,“ - ამბობს ამირან ძოწენიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე