|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მიერ "ატკატებზე" საუბარი ტენდერებს ეხება

ქუთაისის ვიცე–მერს ამირან ძოწენიძეს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე, ვახტანგ წოწონავა პასუხობს.

წოწონავას თქმით, მერის ის განცხადება, სადაც დიმიტრი კოპალიანმა მაღალი თანამდებობის პირების მხრდან ე.წ "ატკატების" ძიებაზე ისაუბარა, ტენდერებს შეეხებოდა და მას კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.
ვახტანგ წოწონავას თქმით, საუბარია იმ ტენდერებზე რომლის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ აღმოჩნდა. 
"კონკრეტული პირების დასახელება სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. მერმა მხოლოდ დარღვევები აღნიშნა," – განმარტავს წოწონავა
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ვიცე – მერმა ამირან ძოწენიძემ დღეს განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქუთაისის მერმა მერიაში დასაქმებულებს შეურაცყოფა მიაყენა, რის გამოც მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა ითხოვენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა