"ოცნების" წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარეს "ნაციონალების" ლობირებაში ადანაშაულებენ
წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კოალიციის
ადგილობრივი ორგანიზაციის თვმჯდომარეს, ლაშა ნარჩემაშვილს უპირისპირდებიან და მას კლანურ
მმართველობაში ადანაშაულებენ.
ლაშა ნარჩემაშვილის წინააღმდეგ მათ დღეს წყალტუბოს საკრებულოს
შენობასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეთა თქმით, ნარჩემაშვილმა პარტიაში „ნაციონალური
მოძრაობის“ მხარდამჭერები შეიყვანა. აქციის მონაწილეები ნარჩემაშვილს წყალტუბოს საკრებულოს
„ნაციონალი“ თავმჯდომარის ნოდარ კაპანაძისა და
მუნიციპალიტეტის პოტენციური გამგებლის, კოტე მამისეიშვილის ლობირებაშიც ადანაშაულებენ.
თავად ლაშა ნარჩემაშვილი ბრალდებებზე ჟურნალისტებთან
კომენტარს არ აკეთებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე