|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

newpress-ზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ მესხიშვილის თეატრში "ზაბოჟნიკების ოფისის" აბრა გააქრეს

ქუთაისში, ლ. მესხიშვიის თეატრის შესასვლელთან გაკრული "ზაბოჟნიკების ოფისის" მანიშნებელი აბრა ჩამოხსნეს, თუმცა, როგორც ირკვევა, "ზაბოჟნიკები"  თეატრში მუშაობას კვლავ განაგრძობენ.

იხილეთ ფოტოგალერეა
აბრის შინაარსი, რომელიც ყველა მსურველს აუწყებდა, რომ ფეხსაცმლის შეკეთება თეატრის ეზოში იყო შესაძლებელი, მას შემგდე ჩამოხსნეს, რაც newpress.ge-მ აღნიშნული ფაქტი გააშუქა. მაშინ თეატრის მმართველი, გიორგი სიხარულიძე აცხადებდა, რომ ე.წ. „ზაბოჟნიკების ოფისი“ მხოლოდ მსახიობებს ემსახურებოდა და თეატრის ადმინისტრაციის მხრიდან, შენობის ნაწილის კომერციული დანიშნულებით იჯარით გაცემა არ მომხდარა.
ამჟამად, "ზაბოჟნიკების ოფისის" მანიშნებელი აბრის ჩამოხსნის შემდეგ, სიხარულიძე აცხადებს, რომ მეწაღეებმა აბრა ისე გააკრეს, ადმინისტრაციამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. 
"ეს აბრა ჩვენმა მეწაღემ ისე გააკეთა, რომ ხელმძღვანელობისთვის არაფერი უკითხავს. შესაბამისად, აბრის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდით. თუმცა მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ თეატრის შემოსასვლელთან ფეხსაცმელების სალონის აბრა იყო გაკრული, რათქმაუნდა ჩამოვხსენით, რის გამოც ჩვენი თეატრის მეწაღემ საყვედურიც მიიღო," – ამბობს მესხიშვილის თეატრის დირექტორი გიორგი სიხარულიძე.
შეგახსენებთ, რომ მესხიშვილის თეატრის შესავლელთან, "ზაბოჟნიკების ოფისის" მანიშნებელი აბრა, გასულ კვირას გააკრეს. რასაც ქუთაისში მცხოვრები მოქალაქეების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
იხილეთ ფოტოგალერეა

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა