3 ექვსიანის გამო პედაგოგმა გამოცდა დატოვა
სამი ექვსიანის შიშის გამო, ერთ–ერთმა პედაქოგმა ქუთაისში, საგამოცდო ცენტრში გამოცდა დატოვა.
წერეთლის უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, პედაგოგებისთვის პროფესიულ უნარებში მიმდინარე გამოცდაზე შესული პედაგოგი რეგისტრაციით მეექვსე სექტორში #6 მაგიდაზე მოხვდა. მოგვიანებით მან გვერდით მჯდომებს გადახედა და კიდევ ერთი 6-იანი გამოთვალა. საბოლოდ, პედაგოგმა 3 ექვსიანი ანტიქრისტიანულად ჩათვალა და საგამოცდო პროცესი პროტესტის ნიშნად მიატოვა.
"პედაგოგმა აპლიკანტის პროცედურა დაარღვია და ხელი არ მოაწერა ტესტის ჩაბარებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ციფრი 6-ის გასწვრივ მისი ხელმოწერა არ იქნებოდა," – ამბობს ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი, ზეკო ხაჩიძე.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა



12:21
16:16
14:41
11:37
06:00
















