ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებული ვიცე–მერები სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადებიან
ქუთაისის ყოფილი ვიცე–მერები ამირან ძოწენიძე და კოტე რატიანი მათ გათავისუფლებას პოლიტიკური მიტივით ხსნიან. მათი განცხადებით, ვიცე–მერების თანამდებობაზე ქუთაისის მერს, დიმიტრი კოპალიანსა და "პატრიოტთა ალიანსს" თავიანთი კადრები ჰყავთ.
როგორც "ნაციონალების" ქუთაისის ოფიში გამართულ ბრიფინგზე ყოფილმა–ვიცე მერებმა აღნიშნეს, მათი სამსახურიდან გაშვება მერიის აუდიტისა და და კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, ხათუნა ხურციძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მოხდა. ხოლო გათავისუფლების ბრძანებას ხელი მერმა მოაწერა. მათი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევებია მითითებული.
ამირან ძოწენიძის თქმით, მას უხეშ დარღვევად ის ფაქტი ჩაუთვალეს, რომ დასუფთავების სამსაახურის ბიუჯეტი მილიონ 400 ათასი ლარით დაიგემა. ხოლო მიწის იჯარის შემცირებაზე ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
კოტე რატიანი კი ამბობს, რომ მას მიზეზად ქუთაისში, კიკვიძისა და ქალაქის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრქტურული სამუშაოებისთვის თანხების გადაუხდელობა დაუსახელეს.
"მოხსენებით ბარათს ხელს ხათუნა ხურციძე აწერს. ის ზურაბ ხურციძის შვილია, რომელიც მერიის მუმდივმოქმედი საკონკურსო–საატესტატო კომისიის წევრია. ზურაბ ხურციძე მუდმივად მთხოვდა მერიაში მისი შვილის დასაქმებას. როგორ ჩანს ახლა ეს შანსი გამოიყენეს," – ამბობს ამირან ძოწენიძე.
თანამდებობიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ ისინი სამსახურში აღდგენას სასამართლოს გზით შეეცდებიან და სასამართლოში შესაბამის სარჩელს შეიტანენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში ორ ვიცე–მერს თანამდებობები დღეს დაატოვებინეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა