ქუთაისის ვიცე-მერების გათავისუფლებას მერიაში რეორგანიზაციით ხსნიან
ქუთაისის
ვიცე-მერების-ამირან ძოწენიძისა და კოტე რატიანის პოლიტიკური ნიშნით
გათავისუფლებას უარყოფენ ქუთაისის მერიაში.
მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსის მოადგილის ვახტანგ წოწონავას თქმით, ვიცე-მერები მერიაში
მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს.
წოწონავას თქმით, მერიაში
ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება, სადაც მონაწილეობის
მიღება გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომვიცე-მერები
დღეს გაათავისუფლეს. მათი გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნულის მიზეზად სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევაა
მითითებული.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა



12:21
16:16
14:41
11:37
06:00
















