"ტორპედოს" გულშემატკივრები 100-100 ლარით დააჯარიმეს
საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“
სამი გულშემატკივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ
წვრილმანი ხულიგნობისათვის გაასამართლა.
მამუკა ჯიშკარიანს, ალეკო სვანაძესა და მირიან გოცირიძეს სასამართლომ
100-100 ლარიანი ჯარიმები დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" სტადიონზე გუშინ, ინცინდენტი მას შემდეგ მოხდა,
რაც ქუთაისელ ფეხბურთელებს სლოვენიის საფეხბურთო კლუბ „ჟილინას“ ფეხბურთელებმა მესამე
გოლი გაუტანეს. სტადიონზე ინცინდენტის შედეგად სკამები დაიწვა. ხოლო არეულობის განმუხტვას
პოლიციელები ცდილობდნენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა