|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცელულიტი დაავადებად სცნეს


როგორც სხვა დაავადებები, ცელულიტიც ანუ "ფორთოხლის ქერქი" არ ვლინდება მომენტალურად, ცხიმოვანი ქსოვილის დაზიანება ნელ-ნელა ხდება.შესაბამისად, ამ სახის ლიპოდისტროფიის მკურნალობაც სიმძიმიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს.

ცელულიტის პირველი სტადია

ამ ეტაპზე ცელულიტის თვალით გარჩევა შეუძლებელია. მცირე ზომის დეფორმაციები შესამჩნევი ხდება მხოლოდ კანზე ხელის მოჭერის დროს.ამ დროს საკმარისია მასაჟის კურსი და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

მეორე სტადია

გამაგრებები და ღრმულები თვალსაჩინო ხდება.იმისთვის, რომ შეაჩეროთ დაავადების პროგრესირება, საჭიროა მასაჟი და სპეციალური კურსის ჩატარება. აუცილებელია ფიზიკური დატვირთვებიც. ამ ეტაპზე კოსმეტიკური პროდუქციისგან შედეგი აღარ იქნება, ისინი მხოლოდ დამხმარე საშუალებების როლს ითამაშებენ. 

მესამე სტადია

პრობლემურ ადგილებზე  ჩნდება ღრმა ღრმულები და გამაგრებული კვანძები. კანი იმდენად უხეშდება, რომ ჩქმეტისას ადამიანი ტკივილს ვეღარ გრძნობს. ამ ეტაპზე მკურნალობა საკმაოდ პრობლემატური ხდება. \\\"ფორთოხლის ქერქის\\\" მოცილებაში დაგეხმარებათ მხოლოდ რადიკალური წონაში დაკლება, სპეციალური კლინიკური პროცედურები და კოსმეტიკური საშუალებები.

მეოთხე სტადია

კანი ძალიან არაესთეტიურად გამოიყურება- მის ქვეშ დიდი ზომის გამაგრებული ცხიმოვანი კვანძები იკვეთება.ამ ნაკლოვანების გამოსწორებაში უკვე მხოლოდ ლიპოქსაცია დაგეხმარებათ

ავტორი: ია ბობოხიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა