|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ აღარ არის ლადო გურგენიძე „ლიბერთი ბანკის“ მმართველი?

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი არველაძე გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ყოფილი გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე ბანკის სამეთვაყურეო საბჭოს აღმასრულებელ თავმჯდომარედ დარჩა. „ლიბერთი ბანკის“ ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე აცხადებს, რომ ლადო გურგენიძე ამ პოზიციიდან ბევრად მეტ დროს დაუთმობს ბანკის სტრატეგიულ განვითარებას, ახალი რესურსებისა და კაპიტალის მოზიდვას. გიორგი არველაძემ ბანკში განხორციელებული საკადრო ცვლილებებისა და თბილისის განვითარების ფონდის საქმის ერთმანეთთან კავშირი გამორიცხა. შეგახსენებთ, რომ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი და სხვა მაღალჩინოსნები „ლიბერთი ბანკიდან“ ფონდის კუთვნილი ფულის გაფლანგვაში ამხილეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ პირებს დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვის გამო ბრალი წაუყენა.

ავტორი: newpress.ge

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა