საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქუთაისშიც იგეგმება
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. მორიგი განხილვა გაიმართება ხუთშაბათს, 11 ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბაგრატში“ (ა.წერეთლის მე–2 შესახვევი, #2ა).
საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლებას ეხება; მეორე ცვლილების პროექტი - პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლს; ხოლო მესამე ცვლილება - კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმს.შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.
ავტორი: newpress.ge