რატომ გადაიდო ვანო მერაბიშვილის სასამართლო
ქუთაისში ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 16 ივლისის ნაცვლად 23 აგვისტოს გაიმართება.
მერაბიშვილის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 16 ივლისს იყო ჩანიშნული, თუმცა მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, მისი გადადება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. როგორც გიორგი გელხაური ამბობს, პროკურატურამ მტკიცებულებების შესაგროვებლად დამატებითი დრო მოითხოვა.
ვანო მერაბიშვილს პროკურატურამ ბრალი რამდენიმე ეპიზოდში წაუყენა. მათ შორის ერთ-ერთი წინასაარჩევნოდ, \"ნაციონალების\" მიერ განხორციელებულ დასაქმების პროგრამა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეა.
ავტორი: newpress.ge