|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული მანქანები დააბრუნა

საქართველოს პროკურატურა წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაბრუნებას იწყებს. \"ნიუპრესს.გეს\" ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი დღეს საქართველოს სხვადასხვა რაიონში ერთდროულად დაიწყება.
პროკურატურა ამ ეტაპზე იმ ავტომანქანებს დააბრუნებს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ჯერ კიდევ არ იყო. 
აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების კანონიერი მფლობელებისთვის გადაცემის პროცესი ქუთაისში უკვე შედგა. 

დღესვე, იგივე პროცედურა 13:00 საათზე - აჭარაში, ბათუმის პროკურატურაში გაიმართება, პარალელურ რეჟიმში მოხდება იგივე რუსთავშიც, ნელ-ნელა კი პროცესი ქვეყნის ყველა ტერიტორიულ დანაყოფში გაგრძელდება.

ავტორი: ია ბობოხიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა