|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თენგიზ გუნავა განცხადებას ავრცელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა, შსს-ს გენინსპექციის ყოფილმა უფროსმა თენგიზ გუნავამ, რომელსაც სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, განცხადება გაავრცელა.

გუნავა განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა მის წინააღმდეგ და ამ დღეში არიან მისი მეგობრები და 2008 წლის გმირები ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და სხვები.

 

 გთავაზობთ თენგიზ გუნავას განცხადებას:

 

"მივმართავ ქართველ ხალხს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. აღნიშნულ განცხადებაში მინდა მადლობა მოუხადო ყველა იმ ადამიანს ვისაც სჯერა ჩემი უდანაშაულობის და რაიმე ფორმით გამოხატა თანადგომა ჩემს მიმართ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურე ჩემს ქვეყანას ,ჩემთვის ქვეყანა ოჯახი და მეგობრები ის ღირებულებებია რისთვისაც უნდა იცხოვროს ადამიანმა.

 

დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო ბერკეტი გამოიყენა ჩემს წინააღმდეგ, ჩამიდეს ნარკოტიკი, იარაღი და ბოლოს დამაბრალეს სახელმწიფო ქონების მითვისება, რათა ვეიძულებინეთ შემეწყვიტა ბრძოლა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისა და მთლიანობისათვის.

 

ასევე მოექცნენ ჩემს არაერთ მეგობარს და 2008 წლის გმირები ბაჩო ახალაია გიორგი კალანდაძე და არაერთი სხვა სხედან განსასჯელის სკამზე. მინდა განვაცხადო რომ ვერანაირი რიგებით პროკურატურასთან და ვერანაირი ზეწოლით ვერ აგვაღებინებენ ხელს და ვერ გვათქმევინებენ უარს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე, ბრძოლა არის ბოლომდე: არცერთი ნაბიჯი უკან!

პატივისცემით: თენგიზ გუნავა".


წყარო: http://www.newposts.ge/politika/16404-gunava-gancxadebas-avrcelebs.html


ავტორი: www.newposts.ge

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა