|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ემიგრანტებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გაუმარტივდათ

უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მაქსიმალურად გაუმარტივდათ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს არსებული შეზღუდვები, რომელიც საკონსულო აღრიცხვისთვის წარსადგენ დოკუმენტაციას ეხებოდა, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაუქმდა. "ეს შეზღუდვა დაწესდა წინა ხელისუფლების დროს და ეხებოდა საცხოვრებელი ადგილების რეგისტრაციის წარდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეებს არ აყენებდნენ საკონსულო აღრიცხვაზე. ყველა დაბრკოლება, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ ხელოვნურად იყო შემოტანილი, გაუქმებულია. უფრო მეტიც, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ინტერნეტით, ტელეფონის ზარის მეშვეობით, ასევე წერილობით დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე. მაგალითად, მოქალაქეს შეუძლია ტელეფონით აცნობოს საკონსულო დეპარტამენტში, რომ არის ესა და ეს მოქალაქე, რომ სურს დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე და ჩვენი საკონსულო სამსახური ვალდებულია ის აიყვანოს აღიცხვაზე. არანაირი სხვა საბუთი და ცნობა საჭირო არ არის", - განაცხადა დავით ზალკალიანმა

ავტორი: ია ბობოხიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა