|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პატიმრების რაოდენობა 60 პროცენტით შემცირდა

2013 წლის 15 ივლისის მდგომარეობით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 9279 ბრალდებული/მსჯავრდებული, რაც 2012 წლის 15 ივლისის მაჩვენებელთან (23292) შედარებით შემცირდა 14013 (60.2%-ით) ერთეულით.

2013 წლის 15 ივლისს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლდა 1 ბრალდებული/მსჯავრდებული.

2013 წლის 15 ივლისის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 8713-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 433-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 5, №3 დაწესებულება - 4, №5 დაწესებულება - 424) და 25-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№8 დაწესებულება - 6, №11 დაწესებულება - 12, №17 დაწესებულება - 6, №18 დაწესებულება - 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.


წყარო: http://www.mcla.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=1514

ავტორი: www.newpress.ge

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა