|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზემფირას კონცერტი ორგანიზატორის გაქცევის გამო ჩაიშალა

ზემფირას საქართველოში კონცერტის ორგანიზატორები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენთვის ყველასთვის სამწუხაროდ მოხდა ასეთი ფაქტი,რომ კონცერტის ორგანიზატორი Live Concerts დამფუძნებელი და დირექტორი (კირილ ხიმიჩევი) გაიქცა! ის ასევე იყო oasis festival mtskheta-ს ორგანიზატორი, რომელსაც დაუგროვდა ძალიან ბევრი ვალი, რის გამოც მიატოვა ზემფირას კონცერტის ორგანიზება და გაიქცა, სავარაუდოდ, თავის სამშობლოში, ლატვიაში! შეგიძლიათ ეძებოთ! ვინაიდან და რადგანაც ზემფირას პროდუსერები დაუკავშირდნენ ქართულ მხარეს, რომლებმაც შარშან ჩაატარეს ზემფირას კონცერტი ტრიუმფში. ქართული მხარე დღემდე ცდილობდა ამ კონცერტების გადარჩენას და ახლაც ცდილობს. მიდიოდა მოლაპარაკებები კონცერტის თარიღის შეცვლაზე, რადგანაც 22 ივლისამდე ვერ ხერხდებოდა აპარატურის თბილისში ჩამოტანა! ქართველ ორგანიზატორებს კარგი დამოკიდებულება აქვთ მომღერლის კოლექტივთან, ისინი ცდილობდნენ ერთობლივად, როგორმე ამ კონცერტების შენარჩუნებას\", - ნათქვამია განცხადებაში.


მომღერალმა თავის ოფიციალურ საიტზე გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა: „შემატყობინეს, რომ კონცერტები საქართველოში ხმის და განათების აუცილებელი აღჭურვილობის არარსებობის გამო ჩაიშალა. ახალმა ამბავმა გამაოგნა და გამანაწყენა. საქართველო, ვწუხვარ!\"


წყარო: http://reportiori.ge/?menuid=6&id=383&lang=1

ავტორი: ია ბობოხიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა