|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლეს

ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომლები  მათი გათავისუფლების შესახებ გაცემული ბრძანებების გაუქმებას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.  მერიიდან გათავისუფლებულთა თანამშრომლების ნაწილმა სასამართლოს უკვე მიმართა. ნაწილი კი, სასამართლოში სარჩელის შესატანად შესაბამის დოკუმენტაციას იურისტებთან ამზადებს.

ქალაქის მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულებს სამართლებრივ დახმარებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტები უწევენ.

საია-ს ქუთაისის ფილიალში 6 ადამიანის სარჩელი მოამზადეს.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქუთაისის წარმომადგენლობაში  კი აცხადებენ, რომ მათ ამ დროისათვის  15 ადამიანს გაუწიეს იურიდიული კონსულტაცია,  რომელთა შორის სამსახურების უფროსები, სპეციალისტები  და ვიცე-მერები არიან.

„ჩვენთან საკმაოდ დიდი მომართვიანობაა. სარჩელების ნაწილი უკვე შევიდა. ნაწილს ვამზადებთ, ხოლო გათვისუფლებული ადამიანების ნაწილს მომავალ კვირაში ველოდებით. იქიდან გამომდინარე,  რომ მერიიდან თანამშრომელთა გათავისუფლება სამ ეტაპად განხორციელდა, სასამართლოსთვის მიმართვაც ეტაპობრივად ხდება, “ -ამბობს თამარ ჭარბაძე.  

შეგახსენებთ, რომ  ქუთაისის მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად 88 ადამიანი გაათვისუფლეს.

წყარო: www.news.ge

ავტორი: newpress.ge

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა