სასულიერო პირების სასამართლო პროცესი გადაიდო
17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული სასულიერო პირების სასამართლო პროცესი 1 აგვისტოსთვის გადაიდო.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ დააყენა შუამდგომლობა. როგორც ადვოკატები ამბობენ, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან საქმე არსებით განხილვაში აღარ გადაიზარდოს და მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილისა და მამა იოთამ ბასილაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.
ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ სასულიერო პირებისთვის დადგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია.
შეგახსენებთ, გამოძიება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის უკანონო და ძალადობის ხელშეშლის ფაქტზე მიმდინარეობს. მუხლი ჯარიმას - ერთი წლის ვადით გამოსასწორებელ სამუშაოს, ან 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: newpress.ge