მერიაში კონკურსის ჩატარების ვადების დადგენა ამდრომდე მიმდინარეობს
ქუთაისის მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დღეს იმსჯელებს. ამის შესახებ newpress.ge–ის საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა განუცხადა, რომელიც ამავე დროს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელია.
მარგველაშვილის განმარტებით, კონკურსი აუცილებლად ჩატარდება თუმცა, კონკრეტული ვადების დადგენა მიმდინარეობს.
"კონკურსი როდის გაიმართება ან რა ვაკანსიაზე იქნება გამოცხადებული ამ საკითხებზე ქალაქის მერთან დღეს გვაქვს შეხვედრა", – ამბობს თამაზ მარგველაშვილი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის ირინა სახელაშვილის განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მერიაში კონკურსი 2014 წლის იანვრამდე, პარლამენტის დადგენილების თანახმად, არ გამოცხადებოდა. "ეს იყო არასწორი ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა სააგენტომ გაავრცელა", – ირწმუნება ირინა სახელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ახალი მერის დანიშვნის შემდეგ მერიაში რეორგანიზაცია განხორცილედა, რომლის შედეგადაც ძველი კადრები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახალი თანამშრომლების მიღება სწორედ კონკურსის შედეგად უნდა მოხდეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა