ქუთაისი ლონდონის გზაზე
„ქუთაისში ჩნდება ტურისტული პოტენციალი. ეს ნიშნავს
იმას, რომ ეს ქუჩები რომლებიც გავხსენით, შეივსება. ზუსტად, ასე გაკეთდა სიღნაღი, თელავი
და ასე უნდა გაკეთდეს ქუთაისი,“ – ეს განცხადება
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ქუთაისის ისტორიულ უბანში, სასტუმრო
,,empire hotel“-ის
გახსნაზე გააკეთა.
ებრაული ინვსტიციით აშენებული სასტუმროს მესაკუთრე შპს ,,შიტრიტ ჯგუფია საქართველოში“. სასტუმრო 25 ნომრისგან შედგება, რომლის მშენებლობა 2011 წლის აგვისტოში დაიწყო და 2012 წლის მაისში დასრულდა. სასტუმრო ქუთაისის ისტორიულ უბანში, ყოფილი #1 პოლიკლინიკის შენობაში არის განთავსებული. მშენებლობაზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული. ამჟამად სასტუმროში 15 თანამშრომელია.
სასტუმროს გახსნისას, პრეზიდენტმა ქუთაისის ტურისტულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„აი, რა სარგებლობა მოაქვს პარლამენტის გადმოტანას.
ქუთაისში, არანაირი აუცილებლობა არ იყო ნამდვილი სასტუმროების. ეს სასტუმრო გაკეთდა
ძალიან ლამაზ ადგილას და უბანიც გაცოცხლდა. უკვე, ამ უბანს ტურისტული ღირებულება აქვს.
ისე, როგორც დადიან ლონდონში ახალი შენობების სანახავად, ისე ივლიან ტურისტები, ამ
უბნის დასათვალიერებლად“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სასტუმრო „empire hotel“ – ში განხორციელებული
ინვესტიცია 1 600 000 აშშ დოლარს შეადგენს. „შიტრიტ ჯგუფი საქართველოში“,
2012 წლის ბოლომდე, ქუთაისში, კიდევ ერთი სასტუმროსა და რამდენიმე სავაჭრო ობიექტის
დასრულებას გეგმავს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე