"ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტყრომ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა.
სამინისტროს ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულია 1955 წელს დაბადებული, ოზურგეთში მცხოვრები მალხაზ წ.
ის თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის არის ნასამართლევი. იგი აღიარებს ე. წ. „ქურდულ სამყაროს“, ე. წ. „ქურდულ გარჩევებში“ მონაწილეობდა და მოქალაქეებისგან დაშინებისა და მუქარის გზით ე. წ. ,,ობშიაკისთვის“ გარკვეულ თანხებს ითხოვდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მალხაზ წ-ს კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 1 ივლისს დაკავებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან," – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი