ქუთაისის მერიაში კონკურსს ვიცე–მერებიც გაივლიან
ქუთაისის მერიაში კონკურსი მომავალი კვირიდან 52 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ამის შესახებ newpress.ge–ს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა განუმარტა. მარგველაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე კონკურსი მერის მოადგილეებზე, სამსახურის უფროსებზე, მათ მოადგილეებსა და განყოფილების უფროსებზე გამოცხადდება.
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კონკურსში მონაწილეობის მიღება მერიის სამსახურების დროებით დანიშნულ ხელმძღვენელებსა და ვიცე–მერებსაც შეეძლებათ.
საკონკურსო პირობების დამტკიცება კი, ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოხდება.
თამაზ მარგველაშვილის თქმით, კონკურსში განცხადების შეტანა ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
"შემდეგ კი მოხდება კონკურსანტებთან გასაუბრება. სავარუდოდ, აგვისტოს ბოლოსთვის სამსახურებში კონკურსის გზით შერჩეული კადრები გვეყოლება," – განმარტა თამაზ მარგველაშვილმა.
რაც შეეხება, კონკურსის მეორე ეტაპს, მარგველაშვილის თქმით, იგი მერიის სამსახურების სპეციალისტებისთვის გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ახალი მერის დანიშვნის შემდეგ, მერიაში რეორგანიზაცია განხორციელდა, რომლის შედეგადაც ძველი კადრები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ქუთაისის მერიაში, ახალი თანამშრომლების მიღება, სწორედ, კონკურსის შედეგად უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ახალი მერის დანიშვნის შემდეგ, მერიაში რეორგანიზაცია განხორციელდა, რომლის შედეგადაც ძველი კადრები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ქუთაისის მერიაში, ახალი თანამშრომლების მიღება, სწორედ, კონკურსის შედეგად უნდა მოხდეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა