|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ნიჩბოსანის წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

ქუთაისელმა ნიჩბოსანმა გიორგი კანთელაძემ  აკადემიურ ნიჩბოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ჩემპიონატი 7–დან 11 აგვისტოს ჩათვლით ლატვიაში, ქალაქ თრაკაიში მიმდინარეობს.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. მასში მსოფლიოს 34  ქვეყნიდან  798  ნიჩბოსანი იღებს მონაწილეობას.

16 წლის გიორგი კანთელაძე ორი წელია აკადემიური ნიჩბოსნობითაა დაკავებული. მას გამოცდილი მწვრთნელი ნიკოლოზ მიქაუტაძე ავარჯიშებს. საკმაოდ მოკლე ხანში, ქუთაისელი სპორტსმენი, თავის ასაკში, საქართველოს ნაკრების წევრი გახდა.

\"ბევრი დრო ჭირდება, რომ სპორტის ამ სახეობაში  შედეგს მიაღწიო. გიორგი გამოირჩევა ძლიერი სპორტული ჟინით და შედეგიც სახეზეა, რაც დიდ იმედებს გვაძლევს. იგი ქუთაისის ნიჩბოსნობის სკოლის სახეა,\" – ამბობს ქუთაისის ნიჩბოსნობის სკოლის დირექტორი ზვიად შანიძე.

ჩეპიონატზე გიორგი კანთელაძეს მეტოქეობას საბერძნეთის, სომხეთის, ხორვატიის, კუბისა და იაპონიის წარმომადგენლები უწევენ. პირველი გაცურვა ქართველი სპორტსმენისთვსი შედეგიანი აღმოჩნდა და ფინალში გადასვლელად საკმაოდ დიდი შანსიც მოიპოვა.  

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა