"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ქუთაისის მერიის ყოფილ თანამშრომლებს დაიცავს
ქუთაისის მერიიდან სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა 11–მა თანამშრომელმა სასამართლოს მიმართა. მათი საქმეების განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მომავალი კვირის ორშაბათიდან იწყება. მერიიდან გათავისუფლებული პირების ინტერესებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" დაიცავს. ორგანიზაციის ქუთაისის ოფისში მიიჩნევენ, რომ ქუთაისის მერიის თანამშრომელთა გათავისუფლება, რეორგანიზაციის მოტივით, კანონიერ საფუძველს მოკლებულია.
"გადაწყვეტილება, რასაც მიიღებს ადმინისტრაციული ორგანო, კარგად უნდა იქნას გამოკველეული და შესწავლილი. ამ ადაამიანთა გათავისუფლების პროცესები კი ზედაპირულად და მთელი რიგი დარღვევებით მოხდა," – განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა თეონა ზაქარაშვილმა.
ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი კახა მაჩიტიძე ერთ–ერთია, ვინც საქალაქო სასამართლოში უკანონო გათავისუფლების შესახებ სარჩელი შეიტანა. "არასწორად გამათავისუფლეს და ვითხოვ სამსახურში აღდგენას. ვფიქრობ, სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს," – აცხადებს კახა მაჩიტიძე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისიდან ქუთაისის მერიის რეორგანიზაციის შედეგად, მერიის 75 თანამშრომელი გათავისუფლდა. მათ შორის, 11 სამსახურის უფროსი და 2 ვიცე–მერი.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა