დავით ბაქრაძე – ერთი საქმეც რომ დავინახო გაკეთებული, მზად ვარ ახალ მთავრობას ტელეკამერების წინ მადლობა გადავუხადო
"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ახალ მთავრობას 10 თვის მანძილზე არაფერი გაუკეთებია.
"მათგან თუნდაც ერთი საქმეც რომ დავინახო გაკეთებული, მზად ვარ, ტელეკამერების წინ მადლობა გადავუხადო. თუმცა ჯერ ჯერობით მსგავსი რამ არ ხდება," – განაცხადა დავით ბაქრაძემ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.
საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრა
ადგილობრივ მოსახლეობასთან ივანდიდში მცხოვრებ ქელბაქიანების სახლში გაიმართა.
ქელბაქიანების ოჯახში შეკრებილ მოსახლეობა ბაქრაძეს სოფლეში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მოსახლეობის თქმით, მთავარი
პრობლემა გაზიფიცირება და მძიმე
კრიმინოგენული მდგომარეობაა.
ავტორი: ანა ჯანაშია