|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებულთა პროცესებზე მერიის იურისტები არ ცხადდებიან

ქუთაისის მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული მერი კახიანის სასამართლო პროცესზე მერიის იურისტები არ გამოცხადდნენ. კახიანმა მერიის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით 24 ივლისს მიმართა. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო, კახიანის მსგავსად, მერიიდან გათავისუფლებული 11 თანამშრომლის საქმეებს, მიმდინარე კვირის ორშაბათიდან განიხილავს. ამ დროისათვის, მერიის 5 ყოფილი თანამშრომლის მოსაზადებელი პროცესის განხილვა უკვე დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარე არც ერთ მათგანს არ დასწრებია.
მერიიდან გათავისუფლებულთა სარჩელები "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" უფლებადამცველების მიერაა მომზადებული. არასამთავრობო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი, თეონა ზაქარიაშვილი აღნიშნული პირების სამსახურიდან გათავისუფლებას, მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის მოტივით უკანონოდ მიიჩნევს. 
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომლების ძირითადი პროცესი 20 აგვისტოს დანიშნა. როგორც თეონა ზაქარაშვილი განმარტავს, ძირითად პროცესზე მერიის ადვოკატების გამოუცხადებლობა, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანას ხელს ვერ შეუშლის.    

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა