|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ვისოლ ჯგუფმა“ ქუთაისში „ვისოლისა“ და „ვიანორის“ მომსახურების პირველი ცენტრები გახსნა

დღეიდან, ქუთაისში, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ გახსნილ მომსახურების ცენტრებში ადგილობრივი მომხმარებლები ექსკლუზიურ პროდუქტებსა და ევროპული სტანდარტების მომსახურებას უკვე მათთვის მოსახერხებელ ადგილზე მიიღებენ.

ვისოლ ჯგუფმა“ ქუთაისში „ვისოლისა“ და „ვიანორის“ მომსახურების პირველი ცენტრები დღეს, ჟიული შარტავას ქუჩასა და ლადო ასათიანის #98-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე გახსნა.

ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიების ქსელის განვითარება იმერეთის რეგიონში აქტიურ ფაზაში შედის. მოხარული ვართ, რომ დღეიდან ქუთაისის მოსახლეობას საშუალება ექნება „ვიანორის“ ესქკლუზიური შეთავაზებებითა და ევროპული ტანდარტის მომსახურებით ისარგებლონ. “ვიანორი” უმსხვილესი, მულტინაციონალური კომპანია და ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოში ამ ბრენდის განვითარება ექსკლუზიურად ვისოლ ჯგუფს” ერგო წილად. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასმომსახურების ცენტრი კი ადგილობრივ კორპორაციულ მომხმარებელს საშუალებას მისცემს სრულყოფილი მომსახურება მათთვის მოსახერხებელ ადგილას მიიღონ. ახლადგახსნილ ობიექტებზე „ვისოლ ჯგუფმა“ დღეს დამატებით 10-მდე ადამიანი დაასაქმა. ეს ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, - აცხადებს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დურექტორი ვასილ ხორავა.

ვიანორ ჯორჯია“ ვისოლ ჯგუფის შვილობილი ბრენდია, რომელიც 2011 წლიდან „ვისოლ ავტო ექსპრესის ბრენდით“ დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე. თუმცა 2012 წლიდან ავტომომსახურების მსოფლიო ბრენდის „ვიანორის“ სახელით განაგრძო ქსელის განვითარება. დღესდღეობით კომპანიის ავტომომსახურების 18 ცენტრი უმაღლესი ხარისხის  „ტოტალის“, „ფინასა“ და „შევრონის“ საავტომობილო ზეთების, „ნოკიანისა“ და „იმპერიალის“ ბრენდის საბურავების, „დეტა“ და ტუდორის’’ აკუმულატორების, „ფრამის“ საავტომობილო ფილტრების, ვალეოს’’ საავტომობილო პროდუქტების და სხვა საპოხი მასალების გარდა მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებასაც სთავაზობს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა