|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„თევდორაძეებო მოვდივარ” – პაატა მილორავა ქუთაისის „მართვაში” თევდორაძეებს ამხელს

„თევდორაძეებო მოვდივარ", – ამ მიმართვით დაასრულა თავისი პრესკონფერენცია რეჟისორმა პაატა მილორავამ, რომელიც მან ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ფოიეში გამართა.

მანამდე  რეჟისორმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მისი, როგორც  კულტურის სამსახურის უფროსის კანდიდატის დაბლოკვის სავარაუდო მიზეზი გახდა. 

მილორავას ინფორმაციით კოალიცია „ქართული ოცნების“ გამგეობამ  იგი ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსის კანდიდატად წარუდგინა მერს. მილორავას თქმით ამ პოსტის დაკავებას თავად იმ პირობით დათანხმდებოდა, თუკი  მერიაში აუდიტის სამსახური შემოვიდოდა და კულტურის და სხვა სამსახურების 2012–2013 წლების ხარჯებს შეისწავლიდა.

რეჟისორის ინფორმაციით, აღნიშნული პირობის წაყენების შემდეგ პაატა მილორავას კანდიდატურა დაიბლოკა. მილორავას თქმით მან საქმის გარკვევის მიზნით ვიცე– მერს კოტე ლომიძეს მიმართა. ლომიძემ კი აუხსნა, რომ იგი“უშიშროებამ დაბლოკა“.

მილორავა ითხოვს დაუსახელონ მიზეზი, თუ რატომ დაიწუნა უშიშროებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საქმის აღძვრას სასამართლოში აპირებს – მისი ღირსების აღდგენის მიზნით.

მილორავამ ზემოაღნიშნულის მიზეზად  "ნაციონალების დაბრუნებაც"დაასახელა. მისი თქმით ქალაქს ისევ  „ნაციონალი ვამპირები“ მართავენ ."სახელშეცვლილ ნაციონალებად" რეჟისორმა  "პატრიოტთა ალიანსი" მოიხსენია. რომელთა მხარდამჭერებად ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე და გოჩა თევდორაძე დაასახელა, ქვეყნისა და ქალაქისთვის ზიანის მომტანი კოჰაბიტაციის მხარდამჭერად კი – ქალაქის ყოფილი მერი, პარლამენტარი, გია თევდორაძე.

მილორავას შეფასებით – ქუთაისს თევდორაძეები მართავენ და ეს ხდება ბევრი პრობლემის მიზეზი.

პაატა მილორავამ საკუთარი გადაწყვეტილებაც გაახმოვანა – იგი აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და საკრებულოს დეპუტატობას. მას ქალაქში მყოფი ყველა პატრიოტისა და პროფესიონალის მხარდაჭერის იმედი აქვს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა