|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალი დეპუტატების რაოდენობით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 134-ე ადგილზეა

ქალი დეპუტატების  რაოდენობით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 134-ე ადგილზეა მსოფლიო ბანკის რეიტინგში, პარლამენტარი ქალების  რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში 134-ე ადგილზეა.

რეიტინგში პირველ ადგილზეა აფრიკული სახელმწიფო რუანდა, სადაც საკანონდებლო ორგანოში მომუშავეთა 56% ქალბატონია. მეორე ადგილზე, 50%-ით ანდორაა. სამეულშია კუბა, სადაც პარლამენტარი ქალების რაოდენობა 45%-ს შეადგენს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პირველ, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა შვეიცარია, რომლის პარლამენტშიც ქალბატონები პარლამენტართა 45%-ს შეადგენენ. რაც შეეხება ევროკავშირის დანარჩენ წამყვან ქვეყნებს, მათ შორის გერმანია რეიტინგში 26-ე ადგილზეა, საფრანგეთი-27-ე; პოლონეთი-59-ე, დიდი ბრიტანეთი - 65-ე; იტალია-73-ე;

რაც შეეხება პოსტაბჭოთა ქვეყნებს, აქ არც თუ ისე სახარბიელო მაჩვენებელია. 25% ქალი დეპუტატების რაოდენობით მხოლოდ ბელორუსმა გადალახა და საერთო რეიტინგში 43-ე ადგილი დაიკავა. აზერბაიჯანს რაც შეეხება, ეს ქვეყანა ქალ დეპუტატათა რაოდენობით 102-ე ადგილზეა, რუსეთი-119-ე, საქართველო-134-ე, სომხეთი-142-ე. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე ცუდი მაჩვენებელი უკრაინას აქვს და ის 151-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიო ბანკის კვლევა 2012 წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობითაა მომზადებული.

წყარო: პორტალი GINSC 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა