|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითმმართველობების შესაძლებლობები დღემდე შეზღუდულია – რას აჩვენებს კვლევის ანალიზი

საქართველოში თვითმმართველობებს ფინანსური დამოუკიდებლობის და ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ.  აღნიშნულ დასკვნას იძლევა კვლევის შედეგების ანალიზი, რომელიც  ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაციია „კვაკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევი ინსტიტუტმა“ წარმოადგინა.

ორგანიზაციამ კვლევა 2013 წლის მაისსა და ივნისში, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და სამ მუნიციპალიტეტში (დმანისი, ყაზბეგი, მარტვილი) განახორციელა.

კვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ საკმარისი საკუთარი ფინანსური რესურსი და ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსულობების გადანაწილება ერთ სულ მოსახლეზე ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტის მაჩვენებელი.

კვლევის შედეგად გაანალიზებული იქნა ბალტიის ქვეყნების საბიუჯეტო მოწყობა და ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო შემოსულობებს შორის თანაფარდობა.

„წელიწადში, ერთ ადამიანზე თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსულობები 350 ლარის ოდენობით ნაწილდება, მაშინ როგორც ანალოგიურმა კველევამ აჩვენა, რომ ბალტიის ქვეყნებში ანალოგიური ხარჯი 2000 ევრომდეა,“ – აღნიშნავს კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტ–ანალიტიკოსი, ოთარ კიკვაძე.

აღნიშნული კვლევა  არასამთავრობო ორგანიზაციამ "ვეტმინსტერის დემოკრატიის ფონდის" პროექტის ფარგლებში განახორციელა.

არასამთავრობო ორგანიზაციია პროექტის შედეგად მიღებულ დასკვნებს რეკომენდაციების სახით საქართველოს ხელისუფლებას წარუდგენს.

 

ავტორი: დეა მანაგაძე