|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალი“ დეპუტატი – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეც უნდა გადადგეს

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი გია გოქაძე, ქუთაისის მერისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემთხვევაში, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებასაც ითხოვს.

"თუკი ქუთაისის მერს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ იმის გამო, რომ ქალაქში ვერაფერი გაკეთდა, ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილიც უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. რადგან, ქალაქში არსებულ პრობლემებზე, მერთან ერთად, ისიც არის პასუხისმგებელი," – აცხადებს ქუთაისის საკრებულოს  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია გოქაძე.
ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხვალ არის ჩანიშნული. ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებებს განიხილავენ. ამ დროისთვის, დღის წესრიგში არ არის გათვალისწინებული ქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ხვალიდენ სხდომაზე დიმიტრი კოპალიანს იმპიჩმენტს უმზადებენ.
 საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მღვდელაძის განცხადებით, კოპალიანი თანამდებობას ტოვებს და ის სხვა უწყებაში გადადის.
 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა