ქუთაისის მერის ადგილი ვიცე-მერმა დაიკავა
ქუთაისის მერის მოვალეობას, დღეიდან 11 სექტემბრამდე ვიცე–მერი კოტე ლომიძე შეასრულებს. თავად ქალაქის მერი, დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გავიდა. აღნიშნულის შესახებ newpress.ge-ს კოტე ლომიძემ განუცხადა.
"ქალაქის მერს ოჯახური პრობლემები აქვს და ამიტომ გავიდა შვებულებაში. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი",– განაცხადა newpress.ge-სთან სატელეფონო საუბრისას მერის მოვალეობის შემსრულებელმა.
შეგახსენებთ, ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქუთაისის მერისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას გეგმავდნენ.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა




13:42
12:40
10:44
















