ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე newpress.ge-სთან საუბარში განმარტებებს აკეთებს. "კარგია, რომ ქალაქის მერი შვებულებაში გავიდა. ცოტას დაისვენებს. ჩვენც დავლაგდებით და მერე ვისაუბრებთ. არ ვამბობდით, რომ ერთადერთი გამოსავალი იმპიჩმენტი იყო. ცუდია ცხელ გულზე რაიმე გადაწყვეტიულების მიღება\", – ამბობს მამუკა მღვდელაძე.
მღვდელაძის თქმით, ქალაქში პრობლემები ნამდვილად არის, მაგრამ მისი მოგვარება უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს. საკრებულოს "მეოცნებე" წევრის მტკიცებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის მერის დიმიტრი კოპალიანის "ჯინი" არავის სჭირს.
"კოპალიანი პატიოსანი კაცია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ქალაქში პრობლმები არის", – აღნიშნავს მღვდელაძე.
შეგახსენებთ, ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქციების "ქართული ოცნება" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ქუთაისის მერისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას გეგმავდნენ.
თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გავიდა. დღეიდან 11 სექტემბრემადე, მერის მოვალეობას ვიცე–მერი კოტე ლომიძე შეასრულებს.