|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ჰპირდება გიორგი მარგველაშვილი იმერეთის მოსახლეობას?

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმერეთში შეხვედრების ორდღიან ტურს მართავს.
დღეს, გიორგი მარგველაშვილი ქალაქ თერჯოლს და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო.
პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივ მაცხოვრებლებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ  წარუდგინა.
ამომრჩევლებთან შეხვედრას ასევე  დეპუტი მანანა კობახიძე ესწრებოდა.  კოალიციის კანდიდატთან შესახვედრად მისულ მოსახლეობას სიტყვით  მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა მიმართა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო. გიორგი მარგველაშვილი  თერჯოლაში შეკრებილ საზოგადოებას  პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
"თერჯოლის რაიონში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის პროგრამა, ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სექტემბრის შუა რიცხვებიდან მთელს ქვეყანაში განხორციელდება  კოოპერატივების პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს,\ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებთან სერგეი ლავროვის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებასაც გამოეხმაურა:
„მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებობს 20 წლიანი უარყოფითი გამოცდილება რუსეთის მიერ ამ პრობლემის მოგვარების. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ რუსეთი იტვირთებს უფრო პოზიტიურ როლს და ეს პოზიტიური როლი იქნება სწორედ იმ საერთაშორისო კონტექსტში, რომელშიც რუსეთი შესულია. ეს პრობლემა ერთბაშად ვერ გადაწყდა, მაგრამ საერთშორისო მეგობრობის უფრო აქტიური ჩართულობით, რუსეთმა  შესაძლოა უფრო პოზიტიური როლი ითამაშოს ამ პრობლემის გადაწყვეტაში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა