|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნინო ბურჯანაძე ქუთაისელ მხარდამჭერებს – ოქროს მთებს ვერ შეგპირდებით

ნინო ბურჯანაძემ ქუთაისში საარჩევნო შტაბი გახსნა. "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით,  ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს ბევრი ვერაფერი გააკეთა. რადგან, "გზები იყო გადაკეტილი, რომ ჩემი რეიტინგი არ ამაღლებულიყო მოსახლეობის თვალში", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" საპრეზიდენტო კანდიდატმა, ქუთაისელებს სოციალური საკითხების მოგვარებას და სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა, იქვე განუცხადა, რომ ოქროს მთებს მისგან ნუ დაელოდებიან.
”ოქროს მთებს და ოქროს წვიმებს ვერ შეგპირდებით, ამას არც თქვენ ითხოვთ. მე გპირდებით იმ სამართლიანობის აღდგენას, რომელიც  ამ ხნის განმავლობაში გინდოდათ. მეც თქვენთან ერთად პირველ ოქტომბერს,  ოცნებას ვუჭრდი მხარს. მაგრამ მან თავისი დაპირება და იმედები ვერ გაამართლა. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც სწორ პოლიტიკურ კურსს გაატარებს” - განაცახადა ნინო ბურჯანაძემ.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა