ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობას ანგრევენ
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის დანგრევას გეგმავს.
ამის შესახებ newpress.ge-ს ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო გაბრიჭიძემ განუცხადა.
როგორც გაბრიჭიძე აცხადებს, ძველი ცენტრის სანაცვლოდ ქუთაისში, ორ ადგილზე ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრების გახსნა იგეგმება. კონკრეტულად რა ადგილებზე მოხდება ახალი ცენტრების განთავსება, ჯერჯერობით უცნობია.
გაბირიჭიძის თქმით, მერიაში ამ საკითხზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2010 წელს გაიხსნა. თუმცა, მიმდიანრე წლის მაისისდან ცენტრმა, იმის გამო, რომ შენობა მწყობრიდან გამოვიდა, ფუნქციონირება ქუთაისის მერიის შენობაში განაგრძო.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა