ქუთაისის ვიცე–მერი – ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების უკან მერიასთან ახლოს მყოფი პირები დგანან
ქუთაისის ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე, 2 თვის მანძილზე მერიის მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოცხადებულ და ჩავარდნილ ტენდერებს ეხმაურება: „მიუხედავად იმისა, რომ ღია ტენდერები ისე გამოვაცხადეთ, როგორც ამას სამსახურის ყოფილი შემადგენლობა აკეთებდა, მაინც არავინ დაინტერესებულა. დაზუსტებით არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ იმ
კომპანიების უკან, რომლებიც ადრე მონაწილეობდნენ და იმარაჯვებდნენ ტენდერებში, კონკრეტული ადამიანები დგანან, რომლებიც არც ისე შორს არიან მერიის
შენობიდან. ამ საკითხით პირადად ვარ დაინტერსებული,“ –
განაცხადა ქუთაისის ვიცე–მერმა თენგიზ თოფურიძემ, დღეს, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ანგარიშის წარგენისას.
აღნიშნული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ზამბახიძემ ივლისი–აგვისტოს მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.
მისი განმარტებით, სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერები 2 თვის განმავლობაში ჩავარდა. ზამბახიძე ამბობს, რომ სწორედ ამან განაპირობა ქალაქში კეთილმოწყობითი სამუშაოების შეფერხებით მიმდინარეობა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა