|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყება ერთი კვირით გადაიწია

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება. უნივრსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის განმარტებით, უნივერსიტეტში სწავლების დაწყებას 9 სექტემბერს გეგმავდნენ. თუმცა,  გეგმები, სამინისტროს მიერ მეორადი ჩარიცხვების გამოცხადებამ  შეაცვლევინათ.

„ამის გამო, გადავწყვიტეთ, გადაგვეწია სასწავლო პროცესის განახლება“, – ამბობს ღავთაძე.

პირველადი ჩარიცხვით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს,  1857–მა აბიტურიენტმა ჩააბარა. რაც, გასულ წელს,  აღნიშნულ უნივერსტიტეში  ჩარიცხულ აბიტურიენტებზე  76–ით მეტია.  

სასწავლებლის ადმინიტრაციაში განმარტავენ, რომ  უნივერსიტეტში ჩარიცხულთა 7%–მა  100%–იანი გრანტი მიიღო, 40%–მა  კი 70%–იანი დაფინანსება მოიპოვა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ზუსტ და საბუნებისმერტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,  ჯანდაცვის ფაკულტეტი;  ბიზნენსის, სამართლის და სოციალურ–მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინჟინრო–ტექნოლოგიური, საზღვაო ტრანსპორტის ფაკულტეტი და აგრარული ფაკულტეტი – ეს იმ ფაკულტეტების ჩამონათვალია, რომელზეც წერეთლის უნივერსიტეტში აბიტურიენტთა ჩარიცხვა მოხდა.

აღნიშნულ უნივერსიტეტეში  ყველზე მეტი კონკურენცია  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ბიზნესის, სამართლის და სოციალურ–მეცნიერებათა, ზუტს  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტბზე იყო. საინჟინრო–ტექნიკური ფაკულტეტში წელს განაცხადი არ შესულა.

გიორგი ღავთაძის განმარტებით, წელს სასწავლებელი ელექტრონული მართვის და სწავლების სისტემაზე გადადის. ღავთაძის თქმით, უნივერსიტეტში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ამუშავების გარდა, პირველ ეტაპზე  მაგისტრებისთვის სწავლება ელექტრონული იქნება.

უნივერსიტეტში განმარტვენ, რომ ელექტრონული სისტემით სწავლების მიზნით, ლექტორები  უკვე გადამზდნენ. გიორგი ღავთაძის განმარტებით, სასწავლებელში პროგესი არის.

„ეს იმაშიც ჩანს, რომ ყოველ წელს უფრო მეტი აბიტურიენტი ხვდება ჩვენთან. თანაც, უფრო მეტი მაღალქულიანები“, – აღნიშნავს ღავთაძე.

უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2012 წელს წერეთლის უნივერსიტეტში პირველადი ჩარიცხვით,  1781–მა აბიტურიენტმა ჩააბარა, ხოლო 2011 წელს უნივერსიტეტში 1681 აბიტურიენტი მოხვდა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა