|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გოჩა თევდორაძემ ქუთაისში ქაოსი გამოიწვია"

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" წარმომადგენლები ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავენ ხელი აიღონ  იმერეთის ყოფილი ვიცე– გუბერნატორის, გოჩა თევდორაძის ლობირებაზე. 

ორგანიზაციის დირექტორის, სულხან ქობულაძის განცხადებით, ქუთაისს ჯერ კიდევ გოჩა თევდორაძე და "ნაციონალური მოძრაობის" კლანები მართავენ.
ქობულაძე ამბობს, რომ გოჩა თევდორაძე ქალაქში ბიზნესს, ხოლო გია თევდორაძე – მერიის ადმინისტრაციულ საქმეებს კურირებს. სულხან ქობულაძე დღეს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაზე იმ საკითხებსაც შეეხო, რომელიც ქალაქის მერის, დიმიტრი კოპალიანის იმპიჩმეტის საკითხს ეხებოდა.
"კოპალიანს იმიტომ უცხადებდნენ იმპიჩმენტს, რომ იმ ბრძანებას არ მოაწერა ხელი, სადაც გოჩა თევდორაძე მწვანე ზოლში არსებულ ტერიტორიების 25 წლიანი იჯარით გადაცემას ითხოვდა. თავიდან კოპალიანის ამერიკიდან ჩამოსვლა, სწორედ, გოჩა თევდორაძეს აწყობდა, რადგან კოპალიანს თავისი გუნდი არ ჰყავდა,  ადვილი შესაძლებელი იყო მისი მართვა",– გნაცხადა ქობულაძემ.
მისი თქმით, იმერეთის ყოფილ ვივე –გუბერნატორს ცენტრალურ ხელისუფლებაში მფარველი ჰყავს და აუცილებელია ამ უკანასკნელმა ხელი აიღოს თევდორაძის მფარველობაზე. მისი თქმით, თავდორაძემ ქუთაისში ქაოსი გამოიწვია. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა