|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„კანონმდებლებო, შეასრულეთ პირობა" – იპოთეკით დაზარალებულები დეპუტატებს პარლამენტთან აქციით ხვდებიან

"ვითხოვთ გრძელვადიან სესხებს", "კანონმდებლებო, შეასრულეთ თქვენი პირობა",  "შეჩერდეს აღსრულება"  – ამ მოთხოვნებით ქუთაისში, პარლამენტის წინ ამ წუთებში იპოთეკით დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მთავრობამ ისეთი კანონი უნდა შეიმუშაოს, რომლის მიხედვითაც, ისინი საცხოვრებელ სახლებს იპოთეკის გამო აღარ დაკარგავენ. 
აქციის ერთ–ერთი მონაწილის, გოჩა როხვაძის თქმით, დღეს, როდესაც პარლამენტმა მუშაობა უნდა გაანახლოს და დეპუტატები საშემოდგომო სესიისთვის ემზადებიან, აუცილებლია კიდევ ერთხელ შეაფხიზლონ კანონმდებლები. ამიტომ ისინი, დღეს 15 საათზე დაგეგმილ სესიაზე დეპუტატებს შენობაში აქციის ფონზე შეაცილებენ. 
იპოთეკით დაზარალებულებს მხარდაჭერა პარტია "თავისუფალი საქართველოსთვის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ გამოუცხადა.
წულაიას განცხდებით, ეს აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სახელმწიფო არ შეასურულებს პირობას და არ იზრუნებს დაზარალებულთა დასახმარებლად. წულაიას განმარტებით, მთავრობის მიერ აღსრულების 6 თვით შეჩერება მხოლოდ სატყუარაა, რომელსაც არ უნდა დასჯერდეს არცერთი ოპოთეკით დაზარალებული. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა