პარლამენტარებს დღეს აქციით პატიმართა ოჯახის წევრებიც ხვდებიან
ქუთაისში, პარლამენტის წინ, იპოთეკით დაზარალებულების მსგავსად, აქციას პატიმრების მშობლები და მათი ოჯახის წევრებიც მართავენ. ისინი ხელისუფლებას პატიმრებისთვის სასჯელის შემსუბუქებას სთხოვენ.
პატიმრების ახლობლების განმარტებით, ეკა ბესელიამ მათ მისცა პირობა, რომ 260–ე და 262–ე მუხლით ციხეში მყოფ პატიმრებს გაათავისუფლებდნენ, თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პირობა ამ დრომდე მხოლოდ პირობად რჩება.
"ამ მთავრობას იმიტომ მივეცით ხმა, რომ რაღაც დონეზე შეემსუბუქებინათ პატიმრებისთვის სასჯელი, მაგრამ პირობა დაავიწყდათ. ჩემი შვილი უკვე 14 წელია სასჯელს იხდის. დაპირების თანახმად, ის ამ დრომდე უნდა გათავისუფლებულიყო," – განაცხადა ერთ–ერთი პატიმრის მშობელმა, ნაზი რობაქიძემ.
პარლამენტის წინ შეკრებული პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან ვიდრე პარლამენტარები მათ არ შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მუშობას დღეს გაანახლებს. საშემოდგომო სესია 15 საათზე გაიხსნება.
დღეს გასამართ სესიაზე დეპუტატებს პარლამენტთან აქციის იპოთეკით დაზარალებულებიც ხვდებიან. მათი განცხადებით, აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სახელმწიფო არ შეასურულებს პირობას და არ იზრუნებს დაზარალებულთა დასახმარებლად.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა