პენსიისა და დახმარების გაზრდა 1 272 250 პირს შეეხო
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სექტემბრის თვიდან მინიმალური პენსიები იზრდება. დღვანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აქცენტი პენსიების ზრდასთან დაკავშირებით გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, ასაკის პენსიონერთათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი რაოდენობა 125 ლარიდან 150 ლარამდე იზრდება. პენსიის მატება შეეხება 681 392 პენსიონერს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა პენსია (I ჯგუფის ინვალიდი) - 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება.
პენსიის მატება შეეხება 21 892 პირს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია (II ჯგუფის ინვალიდი) - 70 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება, პენსიის მატება შეეხება 72 200 პირს, ასევე ბავშვობიდან შშმპ პირების პენსია 70 ლარიდან იზრდება 100 ლარამდე, მატება შეეხება 12 921 პირს.
მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრების სოციალური პაკეტი 55 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე, მატება შეეხება 26 700 პირს, პოლიტრეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის სოციალური პაკეტი 62 ლარიდან იზრდება 107 ლარამდე, მატება შეეხო 1 350 პირს, სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია 272 ლარიდან 292 ლარამდე გაიზრდება, მატება შეეხება 17 126 პირს.
მინისტრის განცხადებით, საერთო ჯამში, მატება შეეხო 1 272 250 პირს. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით აღნიშნული სოციალური გასაცემლების თანხა ყოველთვიურად შეადგენა 110 922 825 ლარს, 2013 წლის სექტმებრიდან აღნიშნული გასაცემლების თანხა ყოველთვიურად შეადგენს დაახლოებით 154 529 303 ლარს.
ავტორი: ნიუპრესი